logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: სირცხვილია ეს ყველაფერი და გულის ამრევი. ამას ევროპა არ უნდა აკეთებდეს
- +

18 აპრილი. 2021. 23:22

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს:

 

ხელისუფლებამ ხელი მოაწერა უკვე დოკუმენტს და ახლა შეუცვალეს ეს დოკუმენტი. სირცხვილია ეს ყველაფერი და გულის ამრევი. ამას ევროპა არ უნდა აკეთებდეს, ძალიან დამწყდა გული, ასე რატომ მოიქცნენ?

 

რაც შეეხება პატიმრების გათავისუფლებას, დიდი ბოდიში მაგრამ ჩვენ კოლონია არ ვართ, ჩვენ ვართ კანონიერი სახელმწიფო და პოლიტიკოსს ვინ ეკითხება დამნაშავის გათავისუფლება?

 

არ ველოდი ამ ყველაფერს, მაგრამ არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნება და გაიგებს მთელი მსოფლიო, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი ქვეყანა, სადაც დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი და ასევე - დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მხარს უჭერს მინიმუმ 48 % მოსახლეობისა და ყველამ უნდა გვცეს პატივი, ჩვენც ვარსებობთ ამ ქვეყანაში და ჩვენც გვეთქმის სათქმელი!!! - წერს ირაკლი ლატარია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner