logo_geo
eng_logo
კახაბერ კუჭავა: 2020 წლის არჩევნებისთვის, ჩვენი, როგორც პოლიტიკური პარტიის მთავარი დაპირებაა, რომ 2024 წლისთვის საქართველო შეძლებს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირის წევრობის შესახებ
- +

23 ოქტომბერი. 2020. 14:01

 

 

„ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის და სტრატეგიული პარტნიორებისთვის საქართველო ისტორიულად ყოველთვის მათი მოკავშირე იყო, რაც რეგიონალური სტრატეგიული მნიშვნელობის თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანი იყო კავკასიის რეგიონისთვის. რეგიონში და ზოგადად საბჭოთა კავშირის სივრცეში, საქართველომ, დაამტკიცა, განსაკუთრებით კი დემოკრატიის კუთხით, რომ სამაგალითოა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე- სპიკერმა კახაბერ კუჭავამ ტელეკომპანია FOX-ის ახალი ამბების რადიოინტერვიუში განაცხადა.

 

როგორც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის წევრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობისკენ განვლილი გზა და ბოლო დროს მიღებული შეფასებები, როგორც NATO-ს სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობისთვის,  ასევე ევროპულ გზაზე გასავლელ ნაწილში.

 

წამყვანის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს და ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ პერსპექტივებს ეხებოდა, ვიცე-სპიკერმა უპასუხა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ასწია არჩევნების ჩატარების სტანდარტი, 2020-ის საპარლამენტო არჩევნები  კი განსაკუთრებული და საამაყო იქნება.

 

„ქართველ ხალხს ახსოვს ის გამოწვევები, რომლებიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დროს დაგვხვდა - იყო ეს როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე მედიის უფლებების დაცვის, ბიზნესის და სიტყვის თავისუფლების მიმართულებით არსებული პრობლემები.  ჩვენ შევძელით  და ვამაყობთ ბოლო 8 წლის განმავლობაში მიღებული შედეგებით. ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმა და საბოლოოდ გადავედით ევროპულ სტილის საპარლამენტო რესპუბლიკაში და პირველად საქართველოს ისტორიაში, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ამ ცვლილებების უზრუნველყოფა, რაც ერთი მხრივ, შესაძლოა ნებისმიერ შემთხვევაში საპირისპიროდ ემსახურებოდეს მმართველობას პარტიას, და ამიტომაც წინა ხელისუფლებამ  ვერასოდეს გაბედა მსგავსი ცვლილებების განხორციელება. დარწმუნებულები ვართ, რომ პარლამენტში პოლიტიკური პარტიების პლურალიზმს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ შევძელით უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის მხოლოდ კანონები, ეს მათი საუკეთესო ფორმით აღსრულების საკითხია და როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ამიერიდან არჩევნებამდე ჩემი მთავარი მოვალეობაა დავრწმუნდე, რომ საქართველოში ჩატარებული იქნება ყველაზე თავისუფალი, სამართლიანი და ღია არჩევნები. დავრწმუნდე, რომ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, თითოეულ ამომრჩეველს მიეცემა ხმის მიცემის საშუალება და ყოველი ბიულეტინი იყოს დათვლილი. ჩვენ ბოლო 8 წლის განმავლობაში ავწიეთ /გავზარდეთ არჩევნების ჩატარების სტანდარტები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 2020-ის საპარლამენტო არჩევნები  იქნება განსაკუთრებულიც და საამაყოც“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

 

ვიცე -სპიკერმა „ფოქსნიუსთან“ მედიის თავისუფლების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წლამდე, სანამ „ქართული ოცნება“ მმართველი პარტია გახდებოდა, თითქმის შეუძლებელი იყო ახალი ლიცენზიების მოპოვება მედია მაუწყებლებისთვის, შესაბამისად  საქართველოში არსებობდა მხოლოდ 4 ეროვნული სატელევიზიო არხი.

 

მისი თქმით,  დღეს უკვე  10 დღის განმავლობაში გარანტირებულად შესაძლებელია ლიცენზიის აღება და მაუწყებლობის დაწყება. შესაბამისად  საქართველოში დღეს  100-ზე  მეტი ეროვნული და რეგიონული ტელეარხი ფუნქციონირებს, რომლებიც აბსოლუტურად თავისუფალია ნებისმიერი ტიპის მაუწყებლობისთვის.

 

„არსებობს მთელი რიგი ფაქტორებისა, რომლებიც განსაზღვრავენ სინამდვილეს და ჩვენ სრულად უნდა შევაფასოთ მთელი სურათი, თუ რას მივაღწიეთ, რა იყო და რა არის ახლა - ყველას უნდა შევახსენო, რომ 2012 წლამდე, სანამ „ქართული ოცნება“ მმართველი პარტია გახდებოდა, თითქმის შეუძლებელი იყო ახალი ლიცენზიების მოპოვება მედია მაუწყებლებისთვის, შესაბამისად  საქართველოში არსებობდა მხოლოდ 4 ეროვნული სატელევიზიო არხი. ახლა გარანტირებულია, რომ 10 დღის განმავლობაში თქვენ შეძლებთ მიიღოთ ლიცენზია და დაიწყოთ მაუწყებლობა. საქართველოში დღესდღეობით 100, 110-ზე მეტი, თუ არ ვცდები, ეროვნული და რეგიონული ტელეარხი ფუნქციონირებს, რომლებიც აბსოლუტურად თავისუფალია ნებისმიერი ტიპის მაუწყებლობისთვის. არ არსებობს არანაირი შეზღუდვა კანონების გათვალისწინებით ან მისი აღსრულების ნაწილის გათვალისწინებით, რაც ამ მხრივ შეიძლება დავინახოთ.

 

მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ის, რაც 3 წლის წინ მოხდა, როდესაც ერთმა არხმა, კერძოდ „რუსთავი 2“, სასამართლოს გადაწყვეტილებით სამივე ინსტანციაში, მათ შორის უზენაეს სასამართლოში, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ტელეარხის წილები წინა მფლობელებს დაბრუნებოდა. 2 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება, რომ სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილებები მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პრეტენზიები და დისკრედიტაციის მცდელობები, რაც მიღწეული იქნა ამ მხრივ, ფაქტები არსებობს და ძალიან ბევრმა რეიტინგმა შეიძლება დაადასტუროს, თუ რამდენად გაიზარდა ბოლო დროს საქართველოს სიტყვისა და მედიის თავისუფლება“, - განაცხადა კუჭავამ.

 

ვიცე-სპიკერის თქმით, მმართველ გუნდს ბევრად უფრო ამბიციური გეგმები გააჩნია და 2020 წლის არჩევნებისთვის მთავარი დაპირებაა ის, რომ 2024 წლისთვის საქართველო შეძლებს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირის წევრობის შესახებ.

 

„დემოკრატია არ არის დანიშნულების ადგილი, ეს არის მოგზაურობა, რომელიც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, იმისათვის, რომ შევქმნათ უფრო მაღალი სტანდარტები. და რა თქმა უნდა მედია - არა მხოლოდ მედიის, არამედ სხვა მრავალი მიმართულებით, არ ვამბობთ, რომ ყველაფერი შესანიშნავად არის. ის გზა/მარშრუტი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, აჩვენებს კონკრეტულად, თუ რა შედეგების მიღწევა შეიძლება, ჩვენ გაგვაჩნია ბევრად უფრო ამბიციური გეგმა და ჩვენთვის ერთ–ერთი მთავარი დაპირება, როგორც პოლიტიკური პარტიისა, 2020 წლის არჩევნებისთვის, არის ის, რომ 2024 წლისთვის საქართველო შეძლებს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირის წევრობის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ სტანდარტები, უნდა გავაუმჯობესოთ პრაქტიკა და მოვახდინოთ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და  დირექტივების საფუძველზე. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად ვეცდებით მსგავსი სტანდარტების დანერგვას, იქნება ეს მედიის თუ სხვა მიმართულებით“, - აღნიშნა ვიცე - სპიკერმა.

 

„ფოქსნიუსის“ ჟურნალისტი დაინტერესდა ვიცე-სპიკერის პოზიციით აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, რაზეც კახაბერ კუჭავამ უპასუხა, რომ ამგვარი კონფლიქტები უნდა მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო საზოგადოების ჩართვით, და რა თქმა უნდა საქართველო, როგორც მეზობელი გასწევს დახმარებას იმისათვის, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად გადაწყდება.

 

„ვციტირებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, რომელმაც თავის ბოლოდროინდელ განცხადებაში აღნიშნა,  ჩვენს ორ მეზობელს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებამ შექმნა მძიმე მდგომარეობა და ნებისმიერი შემდგომი ესკალაცია უკიდურესად უარყოფით გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.  ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დაპირისპირება დაცხრეს და სიტუაცია განიმუხტოს მეზობელ ქვეყნებს შორის. საქართველო, რა თქმა უნდა, მზადაა დასახმარებლად. გაკეთდა ოფიციალური განცხადებები. ჩვენ გვჯერა, რომ ამგვარი კონფლიქტები უნდა მოგვარდეს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. იმედი მაქვს, რომ მალე ყველაფერი დასრულდება და საერთაშორისო საზოგადოების ჩართვით, და რა თქმა უნდა საქართველო, როგორც მეზობელი გასწევს დახმარებას - კონფლიქტი მშვიდობიანად გადაწყდება“, - განაცხადა კუჭავამ.

 

ვიცე-სპიკერი მიიჩნევს,  რომ რუსეთი შეეცდება არჩევნებში ჩარევას მრავალი გზით. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა სტრატეგიულ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა.

 

იმის უზრუნველსაყოფად და საკმარისი ზომები მიიღო იმისათვის, რომ ასეთი ჩარევა შეუძლებელი იყოს რუსეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხრიდან.

 

კახა კუჭავამ ყურადღება გაამახვილა ცოტა ხნის წინ,  ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ოფისის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ  გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშზე,  რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად არის ამაღლებული სტანდარტი.

 

„2020 წელს 12 წელი შესრულდა რუსეთის სამხედრო აგრესიიდან და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ქართული ტერიტორიების ოკუპაციიდან, რომლებიც რუსული სამხედროების სრულად მილიტარიზებული ფორპოსტები გახდნენ. საქართველოს მთავრობას, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილი აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს აგრესიას და ქართველი ხალხის სახელით მსურს მადლობა გადავუხადო ტრამპის ადმინისტრაციას, აშშ მთავრობას ქვეყნის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, რეალური და არსებული გარე საფრთხეებისგან. რა არის რუსეთის მიზანი? ეს ძალიან მარტივია, მათ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე კონტროლის განხორციელება, ამ ერების (ვსაუბრობ კავკასიის რეგიონზე) შენარჩუნება, მათი შეუსაბამობის ან დაუცველობის პირობებში შენარჩუნება.  რა თქმა უნდა, არჩევნებს ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და დარწმუნებული ვარ, რუსეთი შეეცდება არჩევნებში ჩარევას მრავალი გზით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის წინააღმდეგობა გაუწიოს მსგავსს აგრესიას.

 

მე შემიძლია დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენ საკმარისი ზომები მივიღეთ, არა მხოლოდ ახლა, არამედ ამაზე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი ჩარევა შეუძლებელი ყოფილიყო რუსეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებსაც მსოფლიო და არა მხოლოდ საქართველო აწყდება COVID–ს სახით, ჩვენ, როგორც მმართველი პარტია, მთავრობა, ვალდებული ვართ, უზრუნველვყოთ თითოეული ხმის დათვლა, რომ ყველა თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დროს. ასე რომ, განვმეორდები, რომ ჩვენი მთავარი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა ჩავატაროთ ყველაზე თავისუფალი, ღია და სამართლიანი არჩევნები, რაც ოდესმე ჩატარებულა საქართველოში.  არჩევნების დღეს არაერთი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება არჩევნებს, რომლებიც საქართველოში როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიების ფარგლებში იმყოფებიან, მათ შორის წარმომადგენლები ევროკავშირის ქვეყნებიდან. სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი პოზიტიური შეფასება გაკეთდება მათი მხრიდან ამ მხრივ. ცოტა ხნის წინ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ოფისმა წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ  შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად არის ამაღლებული სტანდარტები, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად,  1 ნოემბერს გვექნება იმის თქმის საშუალება, რომ ჩავატარეთ ძალიან დემოკრატიული, ძალიან სამართლიანი არჩევნები“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner