logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: რეგისტრირებული 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან, ან მათთანაა აფილირებული
- +

27 ოქტომბერი. 2020. 13:27

 

 

 

„ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან, რომ შექმნან ცრუ ინფორმაციები არჩევნების და მომდევნო დღეს“, - ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრი ცრუ ინფორმაციას შექმნის იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა იყო საარჩევნო დარღვევები და სხვა და სხვა ინსტიტუტებმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ვერ გაართვეს თავი და ამ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით მათ განახორციელონ გარკვეული ქმედებები.

 

„რამდენიმე დღის წინ ეუთო/ოდირმა წარმოადგინა ანგარიში სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული. „წელს დამკვირვებელთა რიცხვი არის გაორმაგებული. წელს რეგისტრირებულია 129 ორგანიზაცია. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ჩვენ შემოვიტანეთ ლიბერალური და დემოკრატული სისტემა, რომლითაც ოპოზიცია სარგებლობს“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

„ეს სქემა არსებობს და ერთ-ერთი კომპონენტი ამ სქემის, ხაზს ვუსვამ ღია ინფორმაციაზე, ღია წყაროებზე დაყრდნობით „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფმა შეადგინა და მინდა დღეს წარმოგიდგინოთ“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

თეა წულუკიანის განცხადებით, 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 1/4 , 32 მათგანი არის ან პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული.

 

„ყველაზე მრავლად ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ 20 ორგანიზაციაა ასეთი. 8 სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ დანაყოფს „ევროპულ საქართველოს“. ასევე ორი სადამკვირვებლო ორგანიზაცია არის ამ პარტიის ერთ-ერთი დანაყოფის სახელით, ესა „სტრატეგია აღმაშენებელი“. ასევე არის „პატრიოტთა ალიანსთან“ კავშირში მყოფი ე.წ. დამკვირვებელთა ორგანიზაცია“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner