logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: გიგი უგულავა, რომელმაც 48 მილიონი ლარი გაფლანგა, ამბობს, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ვერ გამოვიძიეთ
- +

28 ოქტომბერი. 2020. 16:25

 

 

„გიგი უგულავა სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ იმაში, რომ 48 მილიონი ლარი გაფლანგა და პარტიულ აქტივს დაურიგა. ახლა კი ამ დანაშაულის ჩამდენი ამბობს, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ვერ გამოვიძიეთ“, - ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ  „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების 80-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირია გასამართლებული. იძებნება მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ასევე აქვს დამტკიცებული დანაშაული. ამ განცხადების ავტორი, გიგი უგულავა სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ იმაში, რომ 48 მილიონი ლარი გაფლანგა და პარტიულ აქტივს დაურიგა. ახლა კი ამ დანაშაულის ჩამდენი ამბობს, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ვერ გამოვიძიეთ. მტკიცებულებებზე დაყრდნობით აქვს უგულავას გამოტანილი განაჩენი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

ინფორმაციისთვის,  გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ე.წ. ციხის კადრების საქმე ვერ გამოიძია.

 

 

right_banner
არქივი
right_banner