logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, პოლიტიკური ასპარეზი არ ექნებათ, რადგან დიდი ხანია, საქართველოში პოლიტიკური ასპარეზი ქუჩა აღარ არის
- +

15 იანვარი. 2021. 21:44

 

„თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, პოლიტიკური ასპარეზი არ ექნებათ, რადგან დიდი ხანია, საქართველოში პოლიტიკური ასპარეზი ქუჩა აღარ არის“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა,  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

 

წულუკიანის თქმით, ბევრი ადამიანი დაიღალა იმის მოსმენით, შევა ოპოზიცია პარლამენტში თუ არა.

 

„მე მაქვს განცდა, რომ ბევრი ადამიანი დაიღალა იმის მოსმენით შევალ არ შევალ, მოდი, შემოდი და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში მუშაობაში ხელს არ მიშლის ის, რომ ყველა ოპოზიციონერი, ვინც დეპუტატი გახდა, პარლამენტში არ ბრძანდება. თუ ისინი თვლიან, რომ თავიანთი ამომრჩევლის წინაშე ვალი აქვთ ელემენტარული, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და ოპონირება გაგვიწიონ, დაე შემოვიდნენ, თუ არ აქვთ ამის სურვილი, ეს მათი გადასაწყვეტია, რადგან ისინი პოლიტიკურად აგებენ პასუხს საკუთარი ამომრჩევლის და საზოგადოების წინაშე. თუ პარლამენტში არ შევლენ, პოლიტიკური ასპარეზი არ ექნებათ იმიტომ, რომ დიდიხანია საქართველოში პოლიტიკური ასპარეზი ქუჩა აღარ არის. ამიტომ მათია ეს გადაწყვეტილება და ისინი თავად აგებენ საკუთარ ნაბიჯებზე პასუხს“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წლიურ ანგარიშში ყველა პარტიას მოუწოდებს, ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები და მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას ძირი არ გამოუთხარონ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner