logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის“ განცხადება, არ შეიძლება იყოს რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის განვითარების საფუძველი
- +

16 იანვარი. 2021. 19:58

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება არ შეიძლება იყოს საქართველოში რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის განვითარების საფუძველი.

 

როგორც ვოლსკი აცხადებს, ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი მაშინ იქნება, თუ საგამოძიებო კომისია დაადასტურებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაცდომა 1%-ს მაინც შეადგენდა.

 

„როდესაც ვამბობთ გამოძიება უნდა ჩატარდეს, ეს ნიშნავს, რომ საფუძველი შეიქმნას დასკვნისთვის, თუ როგორი არჩევნები ჩატარდა, იყო თუ არა გადაცდომა.

 

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუკი გადაცდომა 1%-ს მაინც შეადგენს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, შემდეგ ვიმსჯელებთ უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნები, თუ უნდა იყოს განმეორებითი არჩევნები. ეს არის კრიტერიუმი, კრიტერიუმი არ შეიძლება იყოს ის, რომ შალვა ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება ავიღოთ იმის საფუძვლად, რომ საქართველოში მოხდეს რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის განვითარება. ეს ყველას ესმის. ვისაც ეს არ ესმის და არ უნდა, რომ გაიგოს სწორედაც ემსახურება ძალიან ცუდ მიზანს, ეს არის დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/637753-gia-volskis-gancxadebit-natelashvilis-ezoshi-shekrebili-zogierti-subiektis-gancxadeba-ar-sheizleba-iqos-raime-mnishvnelovani-politikuri-procesis-ganvitarebis-sapuzveli

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner