logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოზე“: მათ ყოველთვის არასახელმწიფოებრივი მიდგომა და პრინციპები ჰქონდათ
- +

19 იანვარი. 2021. 16:35

 

„როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ყოველთვის არასახელმწიფოებრივი მიდგომა და პრინციპები ჰქონდათ.

 

„როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულ საქართველოს“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე მეტად საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და ეს საპარლამენტო ბოიკოტი სინამდვილეში მიზნად ისახავდეს სწორედ მათ რეპუტაციულ დაზიანებას და სხვას არაფერს. ჩვენ ეს არ გვიკვირს, რადგან მათ ყოველთვის არასახელმწიფოებრივი მიდგომა და პრინციპები ჰქონდათ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

ცნობისათვის, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ლელოს“ და ვაშაძის პარტიას შეთანხმება უნდათ, „ევროპულ საქართველოს“ – არა. ის ასევე აცხადებს, რომ „გადაწყვიტეს, ჯერ ყველას ერთად დაველაპარაკოთ და მერე სათითაოდ შევხვდეთ იმ ხალხს, რომლებიც არ არიან დესტრუქტორები და ხელს არ გვიშლიან საუბრის დროს“.

 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის შედგა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner