logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მითქვამს და გავიმეორებ - გიგა ბოკერიას და მისი თანამოაზრეების ამოცანაა სტრესი და დესტაბილიზაცია საქართველოში
- +

21 იანვარი. 2021. 18:45

 

 

„მითქვამს და გავიმეორებ - გიგა ბოკერიას და მისი თანამოაზრეების ამოცანაა, სტრესი და დესტაბილიზაცია საქართველოში“, - ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მოსაზრება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება გამორიცხული არ არის.

 

ვოლსკი მიიჩნევს, რომ არჩევნების ბოიკოტირების იდეას სხვა პოლიტიკური სუბიექტები არ გაიზიარებენ.

 

„დესტაბილიზაცია ერთადერთი ამოცანაა, რომელსაც მხარდამჭერებს ის ოპოზიციური ჯგუფი კარნახობს, ვისაც უბნების, ოქმების, ბიულეტენების გადათვლის კატეგორიული წინააღმდეგობა გააჩნია. ოპოზიციურმა პარტიებმა „ნაცკლასტერის“ მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას უნდა გადახედოს და სწორი დასკვნები გამოიტანონ, თუ რა სჭირდება ქვეყანას და არა სააკაშვილს ან ბობოხიძეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner