logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში, ცივი გონებით მოქმედება სჯობს
- +

23 იანვარი. 2021. 16:08

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა.

 

საუბარია მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებაზე, რომ „პარლამენტი თუ საბოლოდ არ გააუქმებს მანდატებს და ოპოზიციასთან კომპრომისზე არ წამოვა, გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი“.

 

„გაზაფხულისთვის მზად ვართ! „ქართულ ოცნებას” შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს, იმ ოპოზიციური პარტიებისგან და ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან და დემოკრატიასა და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში. ცივი გონებით მოქმედება სჯობს“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner