logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნის, ხალხისა და ერის გაერთიანება
- +

25 თებერვალი. 2021. 10:29

 

„ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნის, ხალხისა და ერის გაერთიანება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარესა და თბილისის მერთან ერთად კოჯორში, 100 წლის წინ დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო.

 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დროებით ოკუპირებულია, „ჩვენი გზა გადის ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე“.

 

„ეს არის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებამდე. ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნის, ხალხისა და ერის გაერთიანება. მე ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე და მინდა, დიდი პატივი მივაგო მათ ხსოვნას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner