logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მარტის ბოლოს ჩვენ უკვე ცალკე გვექნება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
- +

25 თებერვალი. 2021. 12:05

 

„მარტის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება ცალკე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და იმ დროს იქნება განსაზღვრული, ვინ იქნება მინისტრი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან, კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

კომიტეტში კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხი მეორე მოსმენით განიხილეს.

 

მისი თქმით, ცვლილებების შედეგად, ხარჯები არ იზრდება და კულტურისა და სპორტის სამინისტროზე თანხა იმ ასიგნების ფარგლებში გამოიყოფა, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქვს.

 

„მნიშვნელოვანია, რომ კულტურის სფეროს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. დღეს, როცა გვაქვს ერთი დიდი სამინისტრო, რომელიც საერთო ჯამში, სამ დიდ საკითხს აერთიანებს, ბოლო ორი წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ხელს არ უწყობს ამ სფეროების ეფექტიან მართვას.

 

იცით, რომ მანამდე ცალკე არსებობდა ეს სამინისტროები და შემდეგ გაერთიანდება. ანალიზმა აჩვენა, რომ ასეთი ტიპის დიდი სამინისტროს ფარგლებში რთულია სამივე დიდი სფეროს ეფექტიანი მართვა. ჩვენი გრაფიკის მიხედვით, მესამე მოსმენა იქნება 15 მარტის კვირაში, ასე რომ მარტის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება ცალკე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და იმ დროს იქნება განსაზღვრული, ვინ იქნება მინისტრი, ეს პრემიერ- მინისტრის კომპეტენციაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner