logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის
- +

25 თებერვალი. 2021. 17:28

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, „დღის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციას ხელისუფლებასთან დიალოგისას წამოყენებული აქვთ ულტიმატუმი და არა წინადადებათა პაკეტი, როგორც თავად მოიხსენიებენ.

 

მისი შეფასებით, ის ემსახურება მხოლოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებაში დაბრუნებას და არა არსებული კრიზისის ერთობლივად გადაწყვეტას.

 

„საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არის განსჯაში, თუ რომელი მხარეა მართალი. ჯერ ჩვენს საზოგადოებაზე ვილაპარაკებ, სანამ საერთაშორისოს მივადგებით. არიან ადამიანები, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ ეს შეძახილები, ინტენსიური პრესინგი, აგრესია არის ის, რაც ხელისუფლებაში დააბრუნებს სააკაშვილს. არიან მეორენი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ გავრილოვმა, რომელსაც არანაირი ავტორიტეტი არ აქვს თავის ქვეყანაში, შეიძლება შეცვალოს საერთაშორისო კურსი, მაგრამ მერე დაინახეს, რომ არც ევროკავშირს მოაკლდა ჩვენი პოზიციები და არც NATO-ს. დააკვირდით, როგორც კი აქტიურდება ლაპარაკი - იქ NATO-ს გემი შემოვიდა, ინტენსიური თემა წავიდა რეგიონალური უსაფრთხოების და ბალანსის თაობაზე, ისევ რაღაც პროცესი მიდის.

 

გიგი წერეთელს რომ ვუსმენდი, მეცინებოდა, იმიტომ, რომ ჩამოყალიბებულად საუბრობს ისე, რომ შეიძლება ვიღაც ადამიანმა, ვინც დღეს დაინახა ან მარსიდან ჩამოვიდა, იფიქროს, რომ მართალია ეს კაცი, მწარედ მეცინებოდა. პაკეტი შემოგვაქვსო, ისე ამბობს, გეგონება, პაკეტი შემოაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთად მოვილაპარაკოთ როგორ გადავრჩეთ ამ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს და კრიზისს. რეალურად, შემოაქვთ პაკეტი, თქვენ უნდა წახვიდეთ და მიშა უნდა მოვიდეს სააკაშვილი და დანარჩენი გუნდი, რომელსაც როცა უნდათ, მაშინ ჩააყოფინებენ თავს საცივში, მისი თამადობით. ვგულისხმობ, სააკაშვილს და იმ ხალხს, ვისაც ისე ადვილად ეუბნებიან, რომ საცივში ჩაყავი თავი, ამოყავი, ამცირებენ და მოსწავლე ახალგაზრდობასავით არიან მის გარშემო შეკრებილი. ისე ლაპარაკობს გიგი წერეთელი, თავისი პარტიის სახელით, თითქოს, რაღაც დიპლომატიის ოლიმპოზეა ასული. ეს არის ულტიმატუმი და არანაირი პაკეტი ეს არ არის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner