logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ხალხს არ უნდა ქვეყნისთვის ისეთ დამღუპველ პროცესებში მონაწილეობა, რასაც დესტაბილიზაცია ჰქვია, ამის დასტურია აქციაზე 4-5 ათასი მომიტინგის ყოფნა
- +

26 თებერვალი. 2021. 17:10

 

 

„ხალხს არ უნდა ქვეყნისთვის ისეთ დამღუპველ პროცესებში მონაწილეობა, რასაც დესტაბილიზაცია ჰქვია“, - ეს შეფასება ოპოზიციურ აქციასთან დაკავშირებით პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

 

ვოლსკის აზრით, ამის დასტურია აქციაზე 4-5 ათასი მომიტინგის ყოფნა.

 

ვოლსკი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი კონფრონტაციის გაღრმავებაა, ხოლო თუკი მათ „საქართველოს დამარცხება და ძირს დაგდება აწყობთ, ეს არ აწყობს საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას“.

 

„პროტესტი, რა ფორმითაც მას ოპოზიცია მიმართავს, დასაშვებია. არავინ ამის წინააღმდეგი არ არის. საქართველოში დემონსტრაციები არ იკრძალება. ის, რომ პოლიტიკურ ოპონენტებზე პერსონალური დევნა უნდა მოაწყონ, ეს აქციების შინაარსზე მიუთითებს. ვისაც დღეს საპროტესტო განწყობა აქვს, მინდა ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივმართო: - არჩევნები არ გაყალბებულა, ხოლო თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ გაყალბდა, საკუთარ პოლიტიკურ რჩეულს დაავალოს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მიიღოს მონაწილეობა. საერთაშორისო თანამეგობრობას უკან არ წაუღია მოწოდება იმის თაობაზე, რომ დაპირისპირებები პარლამენტში უნდა მოხდეს და არა ქუჩაში. რაც მთავარია, საზოგადოების განწყობა არანაირად არ შეესაბამება გეგმებს, რაც მიხეილ სააკაშვილს და მის გარშემო შეკრებილებს გააჩნიათ. არავითარი ნიშანი და საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ვინმემ საქართველოში პრორუსულ პოლიტიკაზე ილაპარაკოს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner