logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ყველა დაემორჩილება კანონს, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება თუ სხვა პირი
- +

2 მარტი. 2021. 18:20

 

„ყველა დაემორჩილება კანონს, იქნება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი თუ სხვა პირი“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უნდა გამოიკითხოს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოში ე.წ. „კარტოგრაფების საქმესთან" დაკავშირებით, როგორც ამას ადვოკატები ითხოვენ.

 

ოხანაშვილის თქმით, მან არ იცის, რა საფუძველი აქვს ადვოკატების მოთხოვნას, თუმცა, თუ ამის საჭიროება დადგა, კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი და ეს ყველა თანამდებობის პირს აქვს გაცნობიერებული.

 

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ნებისმიერ თანამდებობის პირს, სახელმწიფო მოხელეს სრულად აქვს გაცნობიერებული კანონის წინაშე თანასწორობა და კანონისადმი პატივისცემა. ამიტომ თუკი ამას მოითხოვს კანონმდებლობა, თუკი ამისი ვალდებულება და საჭიროება იქნება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის სამართალწარმოების პროცესი და იქ რა საჭიროებაც იქნება, ყველა დაემორჩილება კანონს, იქნება ბატონი ირაკლი თუ სხვა პირი. ჩვენ კანონს პატივს ვცემთ და ამის შესაბამისად იმოქმედებს ყველა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/644735-anri-oxanashvili-qvela-daemorchileba-kanons-irakli-garibashvili-ikneba-tu-sxva-piri

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner