logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: საყვირებით შემოძახილების ნაცვლად, სჯობს, პარლამენტში შემოვიდნენ
- +

2 მარტი. 2021. 19:16

 

„ოპოზიცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ იმის თაობაზე საუბრობდა, რომ მზად არიან ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის - სულ რამდენიმე საათში კი, საქართველომ პირდაპირ ეთერში ნახა, რომ მათ სიტყვას ფასი არა აქვს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

 

„ოპოზიციის ლიდერთა შორის არიან ადამიანები, რომელთაც დეპუტატის მანდატი აქვთ და საყვირებით შემოძახილების ნაცვლად, სჯობს, პარლამენტში შემოვიდნენ და საპარლამენტო საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა. მათ შორის მონაწილეობა იმ საკითხების გადაწყვეტაში მიიღონ, რასაც თავად სვამენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერთა განცხადებას დაგეგმილი აქციის ფორმის შეცვლის თაობაზე, პაპუაშვილმა ამ კონტექსტში განაცხადა, რომ ოპოზიციამ დღესაც დაინახა, რომ მათ მოქალაქეთა მხრიდან ის მხარდაჭერა არ გააჩნიათ, რასაც ელიან, რამაც შესაძლოა, აქციების ფორმის შეცვლა განაპირობა.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/644752-shalva-papuashvili-saqvirebit-shemozaxilebis-nacvlad-sjobs-parlamentshi-shemovidnen

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner