logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებს საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ღირებულებებს სწირავს
- +

2 მარტი. 2021. 22:24

 

„ვფიქრობ, გადაჭარბებული იმედებს ვამყარებთ იმ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე, რომელიც გვაქვს. ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, მაგრამ ამ შემთხვევაში, არ უნდა გვქონდეს გათვლა, რომ ეს გამოიწვევს თუნდაც, იმ პრობლემების გადაჭრას, რომელსაც დღეს, ამ წუთას ვხედავთ ქუჩებში“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„სინამდვილეში, ეს არის ერთგვარი ახალი სინდრომი, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში, როდესაც რიგი ოპოზიციური პარტიები იმ პირობებში, როდესაც განიცდიან არგუმენტების უმწვავეს დეფიციტს, ცდილობენ, რომ საკუთარი მოთხოვნები, შეავსონ ხელოვნურად კრიზისების შექმნის გზით.

 მათ სურთ, ამ გზით შეიქმნან გარკვეული შესაძლებლობები საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. თუმცა, სამწუხაროა, რომ ამას ხშირ შემთხვევაში, ეწირება ჩვენი საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი ღირებულებები, როგორიც არის მაგალითად, წესრიგი და ჭეშმარიტება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner