logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: დიალოგი მხარეებს შორის საუბარს ნიშნავს და ველოდებით მეორე მხრიდანაც კონსტრუქციულ ნაბიჯებს
- +

8 მარტი. 2021. 16:52

 

„მმართველი გუნდი მზადაა დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს. დიალოგი მხარეებს შორის საუბარს ნიშნავს და ველოდებით მეორე მხრიდანაც კონსტრუქციულ ნაბიჯებს, მაქსიმალურ მზაობას, რათა დიალოგით ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგს მივაღწიოთ“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსთან შეხვედრის შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ჩვენი პარტნიორები დაინტერესებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებით და ეს ხელს შეუწყობს იმ დიდი იდეების განხორციელებას, რაც ჩვენს მეგობრებს საქართველოსთან ერთად აქვთ დასახული.

 

„კუბილიუსი არის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს ძალიან ინტენსიურად ადევნებს თვალს. კუბილიუსი არის ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის ძალიან დიდი მხარდამჭერი და მასთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ განვიხილეთ ის პერსპექტივები, რაც საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას გააჩნია ევროკავშირთან ურთიერთობებში. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მისი მხრიდან მთელი რიგი იდეები იყო წამოჭრილი და ძალიან საინტერესო მსჯელობა გვქონდა. შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენები. ჩვენი პარტნიორები დაინტერესებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებით. ეს ხელს შეუწყობს იმ დიდი იდეების განხორციელებას, რაც ჩვენს მეგობრებს საქართველოსთან ერთად აქვთ დასახული და ეს არის საქართველოს ევროინტეგრაცია. მმართველი გუნდი დიალოგისთვის მზადაა და ეს მზაობა არაერთხელ გაჟღერდა. მმართველი გუნდი მზადაა დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს. დიალოგი მხარეებს შორის საუბარს ნიშნავს და ველოდებით მეორე მხრიდანაც კონსტრუქციულ ნაბიჯებს, მაქსიმალურ მზაობას, რათა დიალოგით ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგს მივაღწიოთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

https://imedinews.ge/ge/politika/190500/maka-bochorishvili-dialogi-mkhareebs-shoris-saubars-nishnavs-da-velodebit-meore-mkhridanats-konstruqtsiul-nabijebs

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner