logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მომდევნო კვირა პლენარული სხდომების კვირაა და ხელმომწერ მხარეებს ველით პარლამენტში
- +

20 აპრილი. 2021. 22:51

 

 

„მომდევნო კვირა გახლავთ პლენარული სხდომების კვირა და ჩვენ ხელმომწერ მხარეებს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა, ველით პარლამენტში“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა გულისხმობს იმას, როცა ხელმომწერი მხერეები პარლამენტში მუშაობენ და ერთად განიხილავენ საკითხებს.

 

„შეთანხმებაზე ხელმოწერა გულისხმობს სწორედ იმას, რომ ამ შეთანხმების განხორციელების აუცილებელი პირობა გახლავთ, რომ ხელმომწერი მხარეები მუშაობენ პარლამენტში და ერთად განიხილავენ და იღებენ ერთად გადაწყვეტილებებს საკითხებზე. შესაბამისად, მომდევნო კვირა გახლავთ პლენარული სხდომების კვირა და ჩვენ ხელმომწერ მხარეებს ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა ველით პარლამენტში.

 

რაც შეეხება, შეხვედრის შინაარსს, რასაკვირველია ვერ ვისაუბრებ იმ გამოსვლებზე, რაც ჰქონდა პრეზიდენტ მიშელს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოსვლები ჰქონდა. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ მომავალზე და იმაზე, რომ შეთანხმებაზე გაწეული ძალისხმევა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ასევე, თქვით, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების შემდეგ საჭირო კონსოლიდაცია, თანამშრომლობა და პასუხიმგებლობა“ , - განაცხადა თალაკვაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner