logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილი მელიას თუ ეტყვის, გირაოს პირობები კიდევ დაარღვიოს და დაარღვევს, კიდევ მოხდება მისი დაკავება
- +

11 მაისი. 2021. 00:27

 

 

„ნიკანორ მელიას შეეძლო, დარჩენილიყო იქ, სადაც იყო. ევროკავშირი ერთგულია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის, ქართული ინსტიტუციების და იმ მართლმსაჯულების, რომელმაც ერთადერთი სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილება გამოიტანა. ეს ადამიანები ერთი კაცის მძევლები რომ არიან, ეს ფაქტია“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

„ნიკა მელიას განცხადება არის სიყალბე, ციხეში შესვლა-გამოსვლას ვერ ასწრებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ისეთ საკითხებზე ლაპარაკობდნენ, რომელიც პოლიტიკას არ უკავშირდება, ეს ხომ აბსურდია. ნუ ცდილობენ, საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ. ეს ხალხი ჩამოკიდებულია მათი ბელადის, სააკაშვილის ინტერესებზე. თუ სააკაშვილი მელიას ეტყვის, გირაოს პირობები კიდევ უნდა დაარღვიოს და დაარღვევს, კიდევ მოხდება მისი დაკავება. თუ შემდეგ სააკაშვილი ეტყვის, ევროკავშირის გირაო არ მიიღოს, იგივეს გაიმეორებს. ეს ყველაფერი არის ერთი ადამიანის მიერ დადგმული სპექტაკლი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner