logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: მმართველი გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთად ბჭობენ საარჩევნო რეფორმაზე
- +

15 მაისი. 2021. 15:56

 

 

„ჩვენ მომსწრეები ვართ, რომ მმართველი გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთად ბჭობენ საარჩევნო რეფორმაზე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

 

პარლამენტის სპიკერის თქმით, მისი სურვილია, რომ კონსენსუსის საფუძველზე ერთობლივი კანონპროექტი დარეგისტრირდეს პარლამენტში.

 

„ჩვენ მომსწრეები ვართ იმის, რომ მმართველი გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთად ბჭობენ საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს პარლამენტში. იმედი მაქვს ასეც მოხდება. არის სხვადასხვა მოსაზრება, არის მსჯელობა. მე ამ პროცესის მონაწილე არ ვარ, ამიტომ დეტალებში ვერ შევალ. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საბოლოო ჯამში, კონსესუსის საფუძველზე დარეგისტრირდეს ერთი მთლიანი კანონპროექტი, თუმცა ჯერ არ არის დასრულებული მოლაპარაკებები. დღესაც იმართება ბოლო შეხვედრა, შეიძლება, ხვალაც გაიმართოს. ამის შემდეგ შევძლებთ უფრო კონკრეტული პასუხები გავცეთ ამა თუ იმ შეთანხმებას თუ უთანხმოებას, რომელიც შეიძლება უკვე დასრულების შემდეგ წარმოიშვას. დღეს ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი ადრეა, რადგან არ ვარ ამ პროცესის მონაწილე და არ მაქვს ინფორმაცია იმ დეტალებთან დაკავშირებით, ვის რა პოზიცია აქვს და რაზე შეიძლება იყოს უთანხმოება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ თამარ ჟვანიასადმი უნდობლობა, კუჭავამ განაცხადა, რომ ეს უსაფუძვლოა.

 

„არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ გააჩნია არც ერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას. თავიდან გარკვეული ხარვეზები შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ცესკო-სთან მუშაობასთან, აღმოფხვრილი იქნა და ეს საკითხი დაიხურა. აღმოჩნდა რომ შეცდომა იყო პარალელურ დათვლებთან დაკავშირებით. დღეს მსგავსი მოთხოვნის წამოყენების შემთხვევაში უნდა არსებობდეს შესაბამისი საფუძველი, თუ რატომ ვითხოვთ ამა თუ იმ ადამიანის გადადგომას. საბოლოო ჯამში, ისევ თამარ ჟვანია გადაწყვეტს, რა ნაბიჯებს გადადგამს მომავალში“, – განაცხადა კუჭავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner