logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა
- +

18 მაისი. 2021. 17:48

 

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, საუბარი ორმხრივ თანამშრომლობას და ლიეტუვას მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის მხარდაჭერას შეეხო. არჩილ თალაკვაძემ ელჩთან დეოკუპაციის, ეკონომიკური თანამშრომლობის და პანდემიის მართვის საკითხები განიხილა, ასევე, ისაუბრა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე და რეფორმებზე, რომელიც „მიშელის შეთანხმების“ ნაწილია. საუბარი შეეხო ვილნიუსის სამიტს, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყნების მონაწილეობით 2023 წელს გაიმართება და საქართველოს სტრატეგიულ მზადყოფნაზე NATO-ში გასაწევრიანებლად.

 

არჩილ თალაკვაძემ ანდრიუ კალინდრას მადლობა გადაუხადა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ლიეტუვას მხრიდან გაწეული დახმარებისთვის და ვაქცინების დონაციისთვის, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner