logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: დესტრუქციის, დესტაბილიზაციისა და დაპირისპირების ხარისხის ამაღლება პოლიტიკური სუბიექტების რიგის მთავარი ამოცანაა
- +

26 ივლისი. 2021. 10:41

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიცია კვლავ მიჰყვება დესტაბილიზაციის სცენარს მიჰყვება და სწორედ ამიტომ არ სურთ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვასა და დამტკიცებაში მონაწილეობა.

 

„დესტრუქციის, დესტაბილიზაციისა და დაპირისპირების ხარისხის ამაღლება პოლიტიკური სუბიექტების რიგის მთავარი ამოცანაა. არადა, სწორედ ამ კომისიამ უნდა უპასუხოს მთავარ შეკითხვას; გაყალბდა თუ არა არჩევნები“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

კანონმდებლები 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავენ, რომელიც შემდეგ სესიაზე გავა. „ქართული ოცნების“ მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი სხდომას არ დაესწრება. საგამოძიებო კომისიის დასკვნა 100-გვერდიანია და როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, გამოკვეთილი ხარვეზები ძირითადად ტექნიკური ხასიათის ცდომილებებს უკავშირდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner