logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ადგილობრივი არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა
- +

30 ივლისი. 2021. 18:01

 

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, „ლელოსავით“ 3 პროცენტიც რომ ავიღოთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც არ დაინიშნება, 93 პროცენტიც რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

„თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, რომც ავიღოთ „ლელოსავით“ სამი პროცენტი, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 93 პროცენტი რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება. ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს თუ დავინახავთ, რომ ვითარება არის მომწიფებული იმისთვის, რომ ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს საქართველოში, ამ შემთხვევაში ყველაფრისგან დამოუკიდებლად ჩვენ, ჩვენივე კეთილი ნებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. თვითმმართველობის შედეგზე ეს ვერ იქნება მიბმული",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მან ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტურების დანიშვნის შესახებაც ისაუბრა.

 

„თვითმმართველობის არჩევნებამდე ჯერ 2 თვეა დარჩენილი, შესაბამისად, დრო ძალიან ბევრია. აქედან გამომდინარე, დღეს არასწორი იქნება რამე პროგნოზის გაკეთება მეორე ტურების რაოდენობასთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პრინციპულად მოვახერხებთ იმ შედეგის განმეორებას, რაც გვქონდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner