logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის მხრიდან ანაკლიის პორტისა და „ნამახვანჰესის“ პროექტებს შორის პარალელის გავლება სპეკულაციაა
- +

23 სექტემბერი. 2021. 15:57

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან ანაკლიის პორტისა და „ნამახვანჰესის“ პროექტებს შორის პარალელის გავლება სპეკულაციაა

 

მისივე თქმით, „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით ნიუანსები დეტალურადაა განსახილველი.

 

„ოპოზიციის მხრიდან ანაკლიისა და ნამახვანის პროექტებს შორის პარალელის გავლება სპეკულაციაა, რადგან სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა და თუ ანაკლიასთან მიმართებით რაიმე საყვედურის თქმა შეიძლება, ეს არის ხარჯების გამო, რაც სახელმწიფომ გაიღო. კონტრაქტის პირობები რამდენჯერმე იყო შეცვლილი, კომპანიას კეთილი უნდა ენება, ინვესტორი მოეძებნა და პორტის დატვირთვის თაობაზე თავისი გეგმაც უნდა ჰქონოდა. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე დაეკისრებინა და ახლა მილიონ ნახევარს ედავება ქვეყნის ბიუჯეტს. ეს არის სახე იმ კომპანიის, რომელიც პოლიტიკაშია ესოდენ აქტიური.

 

რაც შეეხება „ენკას“, პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებისაც და დეტალურადაა ის ნიუანსები განსახილველი, რასაც შეიძლება, საქართველოსთვის ზარალი მოეტანა. თუ ამის განხილვა იქნება არამიკერძოებულ, საერთაშორისო არბიტრაჟის დონეზე, ვფიქრობ, საქართველოს საკმაოდ მყარი პოზიცია აქვს, დაიცვას საკუთარი თავი, მოსახლეობა და ბიუჯეტი, თუმცა დეტალური საუბარი იქნება პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner