logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ და კრიმინალი მელიას წისქვილზე დაასხამს წყალს ახლა მასთან რაიმე დაპირისპირება
- +

23 სექტემბერი. 2021. 17:48

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ შეკრებილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ ტერიტორია დატოვონ.

 

როგორც მდინარაძე აცხადებს, ნებისმიერი სახის დაპირისპირება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე დაასხამს წყალს.

 

ამასთან, მდინარაძის თქმით, მან პირადადაც მოუწოდა მხარდამჭერებს, რომ დაიშალონ და პროვოკაციას არ წამოეგონ.

 

„ვუერთდები ირაკლი კობახიძის მოწოდებას, რომ დაიშალონ და ამას მხოლოდ საჯაროდ არ ვაკეთებ, პირადად ვისთანაც კი შეგვეძლო, მოვუწოდეთ, რომ დაიშალონ. იმედია, რომ ასეც გააკეთებენ, რადგან მხოლოდ და მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ და კრიმინალი მელიას წისქვილზე დაასხამს ახლა წყალს მასთან რაიმე დაპირისპირება. მეკამათებოდნენ კიდეც, რომ მხოლოდ სიტყვიერად ეტყვიან იმას, რასაც ფიქრობენ, მაგრამ ამას მოჰყვება ისევ მძიმე პროვოკაცია პროვოკატორის მხრიდან. ამიტომ, იმედი მაქვს, ჩვენს ამ მოწოდებას გაიზიარებენ ადამიანები, რომლებსაც ასეთი მძაფრი რეაქცია აქვთ მათ პროვოკაციებზე, რომ სასწრაფოდ დაიშალონ. ამით არ მივცემთ პროვოკატორებს საშუალებას, რომ რაღაც არეულობის და ქაოსის ფონი შექმნან“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავდნენ. ირაკლი კობახიძე მედიასთან  განცხადებას აკეთებდა, რა დროსაც მას ნიკა მელია მიეჭრა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner