logo_geo
eng_logo
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს
- +

1 დეკემბერი. 2021. 10:01

 

 

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს. კომიტეტმა გასულ კვირაში მოსამართლეობის 4 კანდიდატს უკვე მოუსმინა და დღევანდელ კენჭისყრაზე კომიტეტის წევრები თავიანთ პოზიციას გამოხატავენ.

 

კენჭისყრის შემდეგ საკითხი უახლოეს მომავალში პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება და გაირკვევა, მიიღებენ თუ არა კანდიდატები დეპუტატებისგან საკმარის მხარდაჭერას და გამწესდებიან თუ არა სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უვადოდ.

 

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 25 ნოემბერს ორი დღის განმავლობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ ოთხ კანდიდატს - გენადი მაკარიძეს, თამარ ოქროპირიძეს, ნინო სანდოძეს და თეა ძიმისტარაშვილს გაესაუბრნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner