logo_geo
eng_logo
ხათუნა სამნიძე: „ქართულმა ოცნებამ“ რეზოლუციის საკუთარი ვერსია წარმოგვიდგინა, ჩვენი რამდენიმე შენიშვნა გაითვალისწინეს, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებული ვართ და ტექსტის საბოლოო ვერსიას ველოდებით
- +

26 იანვარი. 2022. 15:13

 

„რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელის ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი პრინციპების დონეზე შეთანხმებულია და გრძელდება სამუშაო პროცესი ცალკეული ტერმინების შეთანხმების მიზნით.

 

სამნიძე იმედს გამოთქვამს, რომ რეზოლუციის პროექტის ინიცირება დღესვე იქნება შესაძლებელი.

 

„ქართულმა ოცნებამ“ რეზოლუციის საკუთარი ვერსია წარმოგვიდგინა. მათ ჩვენი რამდენიმე შენიშვნა გაითვალისწინეს. პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებული ვართ და ტექსტის საბოლოო ვერსიას ველოდებით.

 

იმედია, უახლოეს საათებში შეთანხმებას შევძლებთ. პრინციპული საკითხია, რომ პარლამენტის რეზოლუციაში აისახოს რუსეთის აგრესიის საკითხი, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხი. არის შენიშვნები რაც ეხება „ვორდინგს“, წინადადებებს. იმედი მაქვს, პროცესი უახლოეს საათებში დასრულდება, რადგან თუკი გვინდა, რომ რეზოლუცია პარლამენტის პირველივე სხდომაზე გავიდეს, დღეს უნდა დარეგისტრირდეს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის სამუშაო კაბინეტში გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner