logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა
- +

16 მაისი. 2022. 16:08

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში გაემგზავრა.

 

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე - NATO-ში.

 

შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე - რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

 

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner