logo_geo
eng_logo
პიტერ სიიარტო: დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც მხარი არ დაგიჭირეს, როცა ჩამოდიან საქართველოში, ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა ძალიან მამაცები არიან
- +

25 ივნისი. 2022. 02:00

 

 

“დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც საქართველოს მხარი არ დაუჭირეს, როცა ჩამოდიან თქვენს ქვეყანაში, ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა, ძალიან მამაცები არიან,” - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრე იყო, თუმცა მისივე თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნებაა საჭირო.

 

„ყველა შეთანხმდა 27 წევრს შორის, რომ მოლდოვასა და უკრაინას უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი და მათ ის მიიღეს, მაგრამ არ იყო შეთანხმება, რომ თქვენ მიიღებდით და სამწუხაროდ, თქვენ ვერ მიიღეთ. ჩვენ ვიყავით მათ შორის, ვინც მომხრე იყო, რომ მიგეღოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად ერთსულოვნებაა საჭირო. ეს ძალიან თვალთმაქცურია, რადგან დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც გუშინ მხარი არ დაგიჭირეს, როცა ჩამოდიან თქვენს ქვეყანაში, ისინი ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ როდესაც დახურულ კარს მიღმა არიან, ძალიან მამაცები არიან“, - აღნიშნა მან.

 

მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტები ევროკავშირშიც ვრცელდება და უსამართლოა, რომ ევროკავშირს ფარგლებს გარეთაც.

 

„ვფიქრობ, რაც არ არის სამართლიანი, არის ორმაგი სტანდარტები. არ მინდა, გული აგიცრუოთ, მაგრამ ჩვენ ევროკავშირში, ვგულისხმობ უნგრეთს, ჩვენთან მიმართებაშიც ხდება ეს ორმაგი სტანდარტები. მაგალითად, ამჟამად ჩვენ არ მიგვიღია ევროპის აღდგენის ფონდიდან თანხა, რომელიც ნაწილობრივ ჩვენი თანხაა. აქ არ არის საუბარი ჰუმანიტარულ დახმარებაზე, ან საჩუქარზე, ჩვენც იმავე პოლიტიკური მიზეზების გამო არ მოგვცეს, რაც თქვენ გითხრეს. ეს სამწუხაროდ, ბრიუსელის თამაშის წესების ნაწილია. ეს ორმაგი სტანდარტები ევროკავშირშიც ვრცელდება და უსამართლოა, რომ ევროკავშირს ფარგლებს გარეთაც“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner