logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია, ნაცვლად იმისა, რომ ჩაერთოს დიალოგში, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს, ათასგვარ ისეთ ქმედებას აანონსებს, რომელიც კონსტიტუციასაც სცდება და კანონმდებლობას არ შეესაბამება
- +

30 ივნისი. 2022. 11:33

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელოვან პერიოდში, ოპოზიცია, დეპოლარიზაციის ნაცვლად, ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას ცდილობს.

 

„ოპოზიცია, ნაცვლად დეპოლარიზაციისა და იმისა, რომ ევროპისკენ მიმავალ ამ მნიშვნელოვან გზაზე მაქსიმუმი გააკეთოს და ჩაერთოს დიალოგში, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს, ათასგვარ ისეთ ქმედებას იუწყება და აანონსებს, რომელიც კონსტიტუციასაც სცდება, კანონმდებლობას არ შეესაბამება და იმ ყველაფრის კონტრპროდუქტიულია, რასაც ევროკავშირის გზაზე ჩვენი ქვეყნის სიარული ჰქვია“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner