logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს შეუძლია, ნებისმიერი ინიციატივა დააყენოს ჩვენი კანონპროექტების მიმართ საკომიტეტო მოსმენაზე ან პლენარულზე
- +

21 სექტემბერი. 2022. 12:51

"თუ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, რომელიც პარალელურ პროცესს ქმნიდა, რამე უნდა, მათ შეუძლიათ ნებისმიერი ინიციატივა დააყენონ ჩვენი კანონპროექტების მიმართ საკომიტეტო მოსმენაზე ან პლენარულზე," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიციის მიერ შემუშავებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ამ კანონპროექტებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვერ დავუთმობთ ერთი მარტივი მიზეზის გამო: მათ შექმნეს პარალელური პროცესი, რომელიც იყო გამიჯნული ოფიციალური პროცესისგან. ეს იყო პარლამენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ოფიციალური პროცესის დროს შემუშავდა კანონპროექტები, რომლებიც წარედგინება კომიტეტებს. თუ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, რომელიც პარალელურ პროცესს ქმნიდა, რამე უნდა, მათ შეუძლიათ ნებისმიერი ინიციატივა დააყენონ ჩვენი კანონპროექტების მიმართ საკომიტეტო მოსმენაზე ან პლენარულზე. რაც შეეხება მათ ალტერნატიულ დოკუმენტებს, რეგლამენტით გვევალება, განვიხილოთ ეს დოკუმენტებიც, მაგრამ შინაარსობრივად გავყვებით ოფიციალურ საპარლამენტო პროცესში შემუშავებულ დოკუმენტებს“, - აცხადებს კობახიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner