logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე: არ შეუძლია იმ კაცს ციხეში ჯდომა, უჭირს. მაგრამ ფაქტია, რომ დანაშაულებია ჩადენილი
- +

6 ოქტომბერი. 2022. 00:11

 

 

„ნუ არ შეუძლია იმ კაცს ციხეში ჯდომა, უჭირს. ყოველგვარი სარკაზმის გარეშე ვამბობ. მისთვის ეს არის დამთრგუნველი, დამაბრკოლებელი. მაგრამ ფაქტია, რომ დანაშაულებია ჩადენილი“, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ ჩადენილი დანაშაულები გაცილებით მეტია, ვიდრე წაყენებული ბრალდებები.

 

„დანაშაულების მასშტაბი და სისასტიკე გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები, რომლებსაც „პიჯაკების საქმეს“ ეძახიან. რატომ პიჯაკები? მაშინ ბოტოქსის საქმე დავარქვათ. ბოტოქსში გაცილებით მეტია დახარჯული, ვიდრე პიჯაკში“, - აცხადებს ვოლსკი.

 

მისივე თქმით, დაუშვებელია, რომ მედიცინის წარმომადგენლებმა რაიმე დაუშავონ ადამიანს, რომელსაც დაუყოვნებლივ დასჭირდება საზღვარგარეთ გაყვანა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner