logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში შეხვედრები გამართეს
- +

24 ნოემბერი. 2022. 16:47

 

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი სტრასბურგში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარესთან, მარინა კალიურანდთან; საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელთან, სვენ მიკსერთან; ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, მარკეტა გრეგოროვასთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) წევრთან, რაინჰარდ ბუტიკოფერთან, ასევე, სხვადასხვა კომიტეტების წევრებთან და ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრებისას განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობა, ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ევროპარლამენტის ანგარიში, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი.

 

საუბარი ასევე შეეხო შავის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner