logo_geo
eng_logo
თენგიზ ფხალაძე: დავით ბაქრაძე ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს აშშ-ში
- +

9 სექტემბერი. 2016. 22:10



საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებშისახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის დანიშვნის შესახებ კომენტარს აკეთებს და დარწმუნებულია, რომ იგი ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.


"ელჩის პოზიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს არის ერთერთი მნიშვნელოვანი ჩვენს დიპლომატიურ სამსახურში, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი.

 

კონსულტაციების შედეგად შერჩეული იქნა დავით ბაქრაძის კანდიდატურა, რომელსაც აქვს კარგი და საინტერესო დიპლომატიური გამოცდილება. ის არაერთხელ იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ამჟამადის არის სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი დავითი იქნება ღირსეული ელჩი, რომელიც ღირსეულად წარმოადგენსსაქართველოს ინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა.



 

right_banner
არქივი
right_banner