logo_geo
eng_logo
საქართველოს პეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ხარების სადღესასწაულო წირვას სოფელ ქანდაში დაესწრო
- +

7 აპრილი. 2016. 14:08



საქართველოს პეზიდენტი  და  პირველი ლედი   ხარების  სადღესასწაულო წირვას  სოფელ ქანდაში ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძარში დაესწრნენ.


გიორგი მარგველაშვილმა ხარების დღესასწაული  საზოგადოებას  სოფელ  ქანდიდან მიულოცა.

 

„მთელ საქართველოს ქანდის მშვენიერი სოფლიდან ვულოცავ  ახლის,  იმედის დღესასწაულს, ხარებას.  ღმერთმა მთელ საქართველოს ხარების მადლი  შეაგრძნობინოს!"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


სოფელ ქანდაში  ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერში სადღესასწაულო წირვა მამა სერაფიმემ  (ბით-ხარიბიმ) აღავლინა და  გიორგი მარგველაშვილის ოჯახს  მაცხოვრის უძველესი ხატი უსახსოვრა.  თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ტაძარში მრევლთან საუბრისას, ბავშვობაში სირიის  ქალაქ მალოულაში სტუმრობა გაიხსენა, სადაც წმინდა თეკლეს მონასტერში,  პირველად მოისმინა არამეულ ენაზე შესრულებული მართლმადიდებლური წირვა.


სოფელ ქანდაში ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი 1997  წელს ამოქმედდა, 2010 წლიდან კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ღვთისმსახურება ქართულთან ერთად  მაცხოვრის ენაზე - არამეულზეც დაწესდა. დღეისათვის მართლმადიდებლურ სამყაროში ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი ერთადერთია, სადაც მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა ქართულ-არამეულ ენებზე აღევლინება.


 

 

right_banner
არქივი
right_banner