logo_geo
eng_logo
ვასილ გველესიანი: "ჯორჯიან მანგანეზი" კორონავირუსის პრევენციისთვის შესაბამის ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებს
- +

23 მარტი. 2020. 19:13

 

 

 

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებათა ფარგლებში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დასაქმებულებს კლინიკა „ფერომედის“ ექიმთა ჯგუფი ესტუმრა.

 

 

სამედიცინო დაწესებულების სპეციალისტები პროდუქციის მწარმოებელ უბნებსა და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე საწარმოში დასაქმებულებს შეხვდნენ და მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები პირადად გააცნეს.

 

 

„კორონავირუსის პრევენციისთვის ჰიგიენის დაცვა და სოციალური დისტანცირება ახლა ყველაზე მთავარია, რაც ჩვენს საწარმოში დასაქმებულმა ადამიანებმა ძალიან კარგად იციან. თუმცა, აღნიშნულ თემაზე მედიკოსების მხრიდან რეკომენდაციებისა და დამატებითი განმარტებებების გაკეთება აუცილებლობად ჩავთვალეთ. „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოო ობიექტებზე უსაფრთხოების ზომები ყოველდღიურად აქტიურად ტარდება. ჩვენი კომპანია კორონავირუსის პრევენციისთვის შესაბამის ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებს, საწარმოო ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, უზრუნველყოფილები ვართ რესპირატორებით, შენობებთან დამონტაჟებულია ანტისეპტიკური საშუალებები, ტერიტორია ყოველდღიურად მუშავდება სველი წესით, გრაფიკები გვაქვს დაწესებული სასადილოებსა და გასახდელებში, რათა 10 კაცზე მეტის შეკრება არ მოხდეს და სრულად დავიცვათ ყველა დადგენილი ნორმა. ექიმების დღევანდელი ვიზიტიც სწორედ ამას ემსახურება. ვფიქრობთ, სიფრთხილე შედეგს გამოიღებს, - განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა.

 

 

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ სახელმწიფო სტრუქტურებთან მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება და მთავრობის ყველა განკარგულებასა და რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner