საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის ტყის მასივის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი.
კანონი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მოაწერს ხელს.
საუბარია „ტყის კოდექსში“ შემავალ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.