logo_geo
eng_logo
ავჭალაში, ლიბანის N1 კორპუსში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება
- +

19 სექტემბერი. 2020. 17:48

 

 

გლდანის რაონის გამგეობის  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ავჭალაში, ლიბანის N1 კორპუსში სხვადასხვა სახის სამუშაო ხორციელდება. მათ შორისაა წითელ ხაზებში არსებული  წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია.

 

სამუშაოები, დაახლოებით, 231 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, შვიდი სადარბაზოს ეზოში წყალარინების გარე ქსელი შეიცვლება. აღნიშნულ სამუშაოებს გამგეობა 100%-ით აფინანსებს და  ბიუჯეტიდან 79 023  ლარი დაიხარჯება.

 

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესთან და შალვა ოგბაიძესთან ერთად   გაეცნო.

 

 

right_banner
არქივი
right_banner