logo_geo
eng_logo
გიზო ნიშნიანიძის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა
- +

21 სექტემბერი. 2020. 02:08

 

 

9 წლის წინათ, 2011 წლის 19 სექტემბერს, 83 წლის ასაკში, საჩხერეში სტუმრად ყოფნისას საკუთარი ლექსის წარმოთქმისას მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პროზაიკოსი, პოეტი, ჟურნალისტი, იურისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, დავით სარაჯიშვილის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი გიზო ნიშნიანიძე.

 

გიზო ნიშნიანიძემ 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების - „ახალგაზრდა კომუნისტის“, „თბილისის“, „კომუნისტის“, „ნიანგის“ რედაქციებში, საქართველოს ტელერადიოკომიტეტში, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში.

 

გიზო ნიშნიანიძეს ეკუთვნის წიგნები: „სიცილის არქივიდან“ (რევოლუციამდელი საქართველოს სატირულ-იუმორისტული პრესის ისტორია. 1881-1921), „საქართველოს პრესა და რადიომაუწყებლობა დიდ სამამულო ომში“, „გენერლის სიტყვა და ყოჩაღი ჯარისკაცი... სიცილი“, სატირულ-იუმორისტული პრესის მოთხრობების კრებული „სიცილ-სიცილში“, ავტობიოგრაფიული მხატვრულ-დოკუმენტური წიგნი „გიზო ნიშნიანიძე“, შეადგინა კრებული „დავით სარაჯიშვილი“ და სხვა. თბილისს, კერძოდ მის ერთ-ერთ უბანს, ეძღვნება პოემა „პაემანი ვერაზე“. პოემის მხატვრული კომპოზიცია დაიდგა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, გამოვიდა ორ გიგანტ-ფირფიტად. 2010 წლის 4 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ გ. ნიშნიანიძის ვარსკვლავი გაიხსნა.

 

გიზო ნიშნიანიძე დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

 

 

right_banner
არქივი
right_banner