logo_geo
eng_logo
მყვინთავ მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ
- +

21 სექტემბერი. 2020. 12:07

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრძელებს სტრუქტურულ რეფორმირებას. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში, შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილებები. მასში გაერთიანდებიან მყვინთავი მაშველები. დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას. ასევე, მყვინთავ მაშველებს ხელფასი გაეზარდათ 100 პროცენტით.

 

აღნიშნული სიახლეები მყვინთავ მაშველებს საგანგებო სიტუაციებზე მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სახანძრო-სამაშველო ძალების უფროს დავით სუხიშვილთან და განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროს ავთო თუთისანთან ერთად გააცნო.

 

შეხვედრას დისტანციურად დაესწრნენ დასავლეთ საქართველოს განყოფილების მყვინთავი მაშველები.

 

 

right_banner
არქივი
right_banner