logo_geo
eng_logo
წერეთლის გამზირის N55-ში მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

21 სექტემბერი. 2020. 16:59

 

 

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასა და რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს. წერეთლის გამზირის N55-ში არსებული სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

რეაბილიტაციის შედეგად, შეიცვლება არსებული დაზიანებული ფილები, საპარკე ინვენტარი, ატრაქციონები. ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირებით შემოისაზღვრება.

 

სამუშაოები 161 584 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner