logo_geo
eng_logo
აჭარის რეგიონში 25 სექტემბრიდან რესტორნები იმუშავებს 22:00 საათამდე, ასევე, მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი
- +

24 სექტემბერი. 2020. 15:16

 

 

„აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა.

 

„ვსაუბრობდით წერტილოვან და ლოკალურ შეზღუდვებზე და აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. ხვალიდან, აჭარაში რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული ეტაპი, მანამ, სანამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ამის საჭიროება იქნება, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner