logo_geo
eng_logo
დაბა ლაითურში კორონავისუსის შემთხვევების მატების გამო, გადაადგილება შეიზღუდა
- +

25 სექტემბერი. 2020. 00:52

 

 

კორონავისუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა.

 

სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი.

 

„ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლა გაკონტროლდება სამართალდამცავთა მიერ. განხორციელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი. მოვუწოდებთ მათ, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება“,- აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის განმავლობაში დაბა ლაითურში 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ოზურგეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 61 შეადგინა. რაც შეეხება რეგიონს, გურიაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 84-ია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner