logo_geo
eng_logo
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 165 - აჭარას, 43 - თბილისს, 27 კი იმერეთს უკავშირდება
- +

25 სექტემბერი. 2020. 11:35

 

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან 165 - აჭარას, 43 - თბილისს, ხოლო 22 იმერეთს უკავშირდება.

 

დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება.

 

„რეგიონების მიხედვით კვლავ აჭარა ლიდერობს. აჭარაში კორონავირუსის 165 შემთხვევა არის, იმერეთში – 27, კახეთში – 6, თბილისში – 43, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6, სამცხე-ჯავახეთში – 4, ქვემო ქართლში – 3, შიდა ქართლში – 2“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –836.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner