logo_geo
eng_logo
სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გმირთა ხეივანში აფხაზეთის ომის ვეტერანებთან ერთად მივიდა
- +

27 სექტემბერი. 2020. 13:29

 

 

 

სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გმირთა ხეივანში აფხაზეთის ომის ვეტერანებთან ერთად მივიდა.

 

„დღევანდელი დღე უმძიმესია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. დღე, როცა დაეცა სოხუმი. დღე, როცა ჩვენი უამრავი ჯარისკაცი შეეწირა ამ ბრძოლას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას და მალე, ყველანი ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner