logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას და მალე ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ
- +

27 სექტემბერი. 2020. 13:37

 

 

„დღევანდელი დღე უმძიმესია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით.

 

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან, ომის ვეტერანებთან ერთად ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

„ეს არის დღე, როცა დაეცა სოხუმი. დღე, როცა ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა ამ ბრძოლას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას და მალე, ყველანი ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner