logo_geo
eng_logo
ჰუბერტ ქნირში: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ურთიერთობების განვითარების ძალიან პრაქტიკული და არსებითი შედეგია
- +

23 ოქტომბერი. 2020. 20:35

 

 

 

 

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ნატო-საქართველოს ურთიერთობების განვითარების ძალიან პრაქტიკული და არსებითი შედეგია. დიდი მოვლენა იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტი, სადაც ალიანსის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვტილება და პირობა დადეს, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) საინფორმაციო შეხვედრაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, SNGP საშუალებას იძლევა ვიმუშაოთ ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული, რეალური და პრაქტიკული გზით.

 

„ამისთვის ვმუშაობთ ჩვენ, ნატოს წევრი ქვეყნები და საქართველო, მაგრამ უფრო კონკრეტულად, ამ საქმეს ასრულებენ SNGP-ის ინიციატივების ჯგუფისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის სამხედრო და გენერალური ჯგუფის პროფესიონალები. SNGP არ არის საჩუქარი, რომელსაც ნატო აძლევს საქართველოს. ეს არის ერთობლივი მისწრაფება, რომელიც ქართული მხარის უზარმაზარ შრომას მოითხოვს. ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს სამუშაო ნამდვილად იმსახურებს შესრულებას. ამით საქართველო არა მხოლოდ ხაზს უსვამს ნატოს მიმართ ვალდებულებას, არამედ ის ასევე მუშაობს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერებისა და ნატოს ძალებთან ურთიერთავსებადობის კიდევ უფრო გასაზრდელად“, - განაცხადა ელჩმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner