logo_geo
eng_logo
87 წლის ქობულეთელმა მამაკაცმა კორონავირუსი დაამარცხა
- +

23 ოქტომბერი. 2020. 23:08

 

 

ქობულეთელმა 87 წლის ოთარ აბაშიძემ კორონავირუსი დაამარცხა და ბათუმის კლინიკა “მედცენტრიდან” გაეწერა. ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკის “ფეისბუქის” გვერდზე აქვეყნებენ, პაციენტისა და მედიკოსების ფოტოსთან ერთად. როგორც პოსტშია აღნიშნული, ოთარ აბაშიძე კლინიკაში სუნთქვის უკმარისობითა და პნევმონიით შეიყვანეს:

 

“სასიხარულო სიახლე! დღეს მედცენტრის რეანიმაციიდან გაეწერა 87 წლის ოთარ აბაშიძე, რომელმაც COV-19 დაამარცხა. ქობულეთის მკვიდრი 12 ოქტომბერს COV-19-ის ვირუსით შემოვიდა კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით, მას დაუდგინდა COV-19 ასოცირებული ბილატერალური პნევმონია.

 

მზრუნველი ექიმების და ექთნების ძალისხმევით, მან მოახერხა ვირუსის დაძლევა!

 

 

მივულოცოთ ბატონ ოთარს გამოჯანმრთელება და ვუსურვოთ დიდხანს სიცოცხლე!

 

წლების შემდეგ შვილთაშვილებისთვის მოეყოლოს კოვიდის დამარცხების ამბავი! მადლობა მედპერსონალს თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის!” - ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner