logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

27 ოქტომბერი. 2020. 11:16

 

 

საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 32127- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

 

გამოჯანმრთელდა კიდევ 1262 პაციენტი და საერთო რაოდენობა 12 632-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3757 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3847ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდ-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2249- ს შეადგენს.

 

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 238-ს შეადგენს.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ იქნა საქართველოს 41 მოქალაქე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner