logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლებზე და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, შევუმსუბუქოთ მძიმე სამუშაო
- +

27 ოქტომბერი. 2020. 20:23

 

 

"სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, წალენჯიხაში, პოლიციის მაღალი დონის ახალი შენობა გავხსენით. ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლებზე და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, შევუმსუბუქოთ მძიმე სამუშაო, რათა კომფორტი ჰქონდეთ სამუშაო ადგილზე“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

 

„აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არა მხოლოდ რეგიონის ცენტრალურ ქალაქებში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგალითად, იგივე, როგორც წალენჯიხაა სამეგრელოსთვის, ყველა ასეთ ქალაქში აშენდეს პოლიციის ახალი შენობები", - განაცხადა მინისტრმა.

 

ცნობისთვის: წალენჯიხაში მდებარე პოლიციის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო. შენობა 65 თანამშრომელზე არის გათვლილი და მასში, გამომძიებლებისა და დეტექტივების სამუშაო სივრცის გარდა, განთავსებულია დასაკითხი/ამოსაცნობი, საიარაღო და ნივთმტკიცების ოთახები. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner